Monday, February 4, 2013

თანამედროვე ეგვიპტე

   დღესდღეობით ეგვიპტე ცნობილია მდიდრული და საოცრად ლამაზი ქვიშის პლაჟებით,წითელი ზღვის წარმოუდგენლად ლამაზი წყალქვეშა სამყაროთი,გიზის დიდებული პირამიდით,ნილოსის წმინდა მდინარით,ლუქსორის აკლდამით და უძველესი ცივიზაციის სხვა მრავალი ძეგლებით.

    ეგვიპტის სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზეა განლაგებული.ქვეყანას ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა აკრავს,ხოლო სამხრეთით სუდანი ესაზღვრება.ეგვიპტის დასავლელი მოსაზღვრე ლიბიაა,ხოლო აღმოსავლეთით წითელი ზღვის სანაპირო.ქვეყანას ნილოსი ორ არათანაბარ ნაწილად ჰყოფს.ნილოსის ნაყოფიერ ხეობაში,რომელიც ყველაზე კარგ საცხოვრებელ ადგილად ითვლება,მოსახლეობის 90 პროცენტია დასახლებული.ქვეყნის ძირითადი პეიზაჟი ერთი შეხედვით ერთფეროვანი უდაბნოა,სადაც არანაირი მცენარე არ იზრდება,გარდა,რამდენიმე შემონახული ოაზისისა.სამხრეთის სანაპიროზე,სუეცის არხიდან მოყოლებული თვალწარმტაცი სანახაობა იშლება.სანაპირო ზოლზე გაყოლებული მარჯნის რიფები კი ყველასათვის საინტერესო ადგილია.ასვანის მაღალი ჯებირები,ნილოსის ხეობაში მცხოვრებთ სეზონური ნიაღვრებისგან იცავს.ეს დაბა მოსახლეობას ელექტროენერგიითაც ამარაგებს.ეს ინფორმაცია მოძიებულია ამ წყაროდან  

მსოფლიოს პირველი საოცრებანი

   ძვ.წ.XXVIII საუკუნიდან ეგვიპტეში დაიწყო ფარაონებისათვის განკუთვნილი ძვალშესალაგის პირამიდების მშენებლობა.პირველი პირამიდა ეკუთვნოდა ფარაონ ჯოსერს.ჩვენამდე მოღწეულ ასამდე პირამიდას შორის თავისი სიდიადით გამოირჩევა ფარაონ ხეოფსის პირამიდა.პირამიდის სიმაღლე 147 მეტრს აღწევდა.ხეოფსის პირამიდის მშენებლობა ოც წელს გაგრძელდა.ეგვიპტის პირამიდები დღესაც არქიტექტურია დროის,მაგრამ დროს ეშინია პირამიდების".

   დიდი სფინქსი  ხეოფსის პირამიდის მახლობლად ქვიშიდან ამოზიდულ კლდეში ეგვიპტელმა ოსტატებმა ფარაონისთავიანი ნადირთა მეფის,ლომის ფიგურა გამოკვეთეს.ეს სახელგანთქმული დიდი სფინქსია -ფარაონის ღვთაებრივი წარმოშობისა და ძლიერების სიმბოლო.სფინქსის სიმაღლე 20 მეტრია,სიგრძე კი 20 მეტრს აღემატება.
     დღესაც დგას ძველეგვიპტური სკულპტურის შესანიშნავი ნიმუში,45 საუკუნის ისტორიულ ქარტეხილთა უტყვი მოწმე,ჟამთა უკუღმართობით დამახინჯებული,მაგრამ ამაყი და შეუდრეკელი დიდი სფინქსი,.
    მუმიები  ეგვიპტელებს სწამდათ,რომ ადამიანის სული მუდმივ სამყოფელში გარდასული ადამიანის მხოლოდ კარგად შენახულ სხეულში დაბრუნდებოდა.მუმიფიცირება მეტად რთული და ძვირადღირებული პროცესი იყო.ამის გამო,მუმიის გაკეთება მხოლოდ ფარაონებსა და შეძლებულ ოჯახებს შეეძლოთ.მუმიას ქვის კუბოში სარკოფაგში ჩაასვენებდნენ და პირამიდაში ათავსებდნენ.

კულტურა

      დამწერლობა ეგვიპტური დამწერლობა 3 ათასი წლის განმავლობაში იქმნებოდა.ყველა წერილობითი ძეგლი,რომელმაც ჩვენამდე მოაღწია,იეროგლიფამწერლური დამწერლობის ნიმუშია.იეროგლიფი ბერძნული სიტყვაა:hietes-საღვთო,lyphe-ამოკვეთა,ამოჭრა.იეროგლიფური დამწერლობა უძველესი ხატოვანი ნიშნების დამწერლობაა.პირველი იეროგლიფები ჩნდება ძვ.წ.IV ათასწლეულის ბოლო ხანებიდან.ზოგიერთი იეროგლიფი მთელ სიტყვას გამოხატავს,ზოგიც მის ნაწილს და ამასთან ცალკეულ თანხმოვნებსაც.იეროგლიფურ დამწერლობაში დამხმარე ნიშნებსაც იყენებენ.ამ ნიშნებს დეტერმინატივებს უწოდებენ.ფუნჯით წერა პაპირუსზე ან იშვიათდ,ტყავზე სისწრაფეს მოითხოვდა,იეროგლიფების გამოყვანას დიდი დრო სჭირდებოდა.წიგნები და საქმიანი ქაღალდები ეგვიპტეში განსაკუთებულ,ჭილის "ქაღალდზე"იწერებოდა.იგი პაპირუსისაგან მზადდებოდა ჩვეულებრივ ქაღალდზე გამძლე და მოქნილი იყო.ეს "ქაღალდი"ძვირი ჯდებოდა,ამიტომ უბრალო,ყოფილი ჩანაწერებისა და სასკოლო სავარჯიშოებისათვის ე.წ "ოსტრაკონს"-ბრტყელ ქვას ან თიხის ფირფიტას იყენებდნენ.კალმად ლერწმის ღეროს ხმარობდნენ,მელანს კი ჭვარტლისაგან ამზადებდნენ.

      1789 წელს ნაპოლეონის ექსპედიციის წევრმა მეცნიერმა ეგვიპტეში აღმოაჩინეს როზეტის ქვა,რომელზეც ერთი და იგივე ტექსტი ორ ენაზე ეწერა:ბერძნულსა და ეგვიპტურზე.26წლის შემდეგ ამ ტექსტის საფუძველზე ფრანგმა მეცნიერმა შამპოლიონმა გაშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები.

უმთავრესი ღმერთები

    პტახი--- ერთ- ერთი უმთავრესი ღმერთია და იწოდება ჭეშმარიტების მეუფედ,სამართლიანობის ღვთაებად.ამბობენ რომ პტახი ერთდროულად იყო მზეც(რა) და მთვარეც(თოტი).ითვლებოდა ხელოვნების მფარველად.მისი ენით და გულით შეიქმნა ყველა და ყველაფერი-ღმერთებიც და სხვა არსებებიც.იგი მთელი სამყაროს შემოქმედი.
    ხორი  (ოსირისი ვაჟი)ძველ ეგვიპტელთა ასევე ერთი მთავარი ღმერთია.მისი გამოხატულება ღვთაებრივი არწივი.ითვლება რას და თოტის თანამგზავრად.ზოგჯერ მზის დისკოს სიმბოლოთიც გამოსახავდნენ.ხორის სახელი ყველა ფარაონის სახელში ფიგურირებს.მისი მეუღლე და მდედრული წყვილია ჰ ა თ ხ ო რ ი -სიყვარულის,მხიარულების,ცეკვისა და მუსიკის ქალღმერთი(ბერძენთა აფროდიტე).
   ეგვიპტელთა ადრეული რელიგიური წარმოდგენები უძველეს ეგვიპტეში თითოეულ თემს საკუთარი ღვთაება ჰყავდა.მათ პატივსაცემად თემის ცენტრში ტაძარი იყო აგებული.ტაძარს თემის მიერ არჩეული ქ უ რ უ მ ი ღვთის მსახური განაგებდა.ეგვიპტელთა რწმენით,არსებობდა სააქაო და საიქიო ცხოვრება.სააქაო მათ ადამიანთა დროებით სამყოფლად,საიქიო კი მუდმივ საცხოვრისად წარმოედგინათ.საიქიოს ეგვიპტელები "დასავლეთის ქვეყანას"უწოდებდნენ.მას ღვთაება ოსირისი მართავდა.ოსირისის მეუღლე იყო ისიდა -ნაყოფიერებისა და დედობრივი სიყვარულის ქალღმერთი.დროთა განმავლობაში ეგვიპტელებმა უმაღლეს ღვთაებად მზის ღმერთები:რა,ამონი და ატონი აღიარეს.მათ შორის ეგვიპტელთა განსაკუთრებული განსაკუთრებული პატივისცემით ღვთაება რა სარგებლობდა.ეგვიპტელებს სწამდათ,რომ ღვთაება რა ლოტოსისაგან წარმოიშვა.რას ბაგეთაგან ღმერთები გაჩნდნენ,ხოლო თვალებისაგან -ადამიანები.

ადმინისტრაცია და კომერცია

    ძველ ეგვიპტეში ეკონომიკის დიდი ნაწილი ცენტრალიზებური და მკაცრად კონტროლირებადი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძველ ეგვიპტელები მონეტებს გვიან პერიოდამდე არ იყენებდნენ, მათ უკვე ჰქონდათ გარკვეული ტიპის ფულისა და ბარტერის სისტემა. მუშებს გასამრჯელოს მარცვლეილით უხდიდნენ.ძვ. V საუკუნის განმავლობაში ეგვიპტეში უცხოეთიდან შემოიღეს მონეტის სახის ფულადი სისტემა. თავდაპირველად მონეტებს იყენებდნენ ძვირფასი ლითონის სტანდარტიზებული ნაჭრების სახით ფულის ნაცვლად, მაგრამ მომდევნო საუკუნეებში საერთაშორისო ვაჭრობა უკვე მონეტებზე იყო დამოკიდებული.

     საგარეო ვაჭრობა--- ძველი ეგვიპტელები უცხო ქვეყნებთან ვაყრობდნენ იშვიათი, ეგზოტიკური საქონლის შემოსატანად, რომელიც ეგვიპტეში არ მოიძებნენოდა. წინადინასტიურ პერიოდში მათ ვაჭრობა დაამყარეს ნუბიასთან ოქროსა და ნელსაცხებლის შემოსატანად. ისინი ასევე ვაჭრობდნენ პალესტინასთან, რაც დასტურდება პალესტინური სტილის ზეთის ლარნაკებით, რომლებიც პირველი დინასტიის ფარაონების აკლდამებში იპოვეს. ძველი ეგვიპტელები ერთობ აფასებდნენ ცისფერ ქვას l a p i s    l a z u l i , რომელიც შორეული ავღანეთიდან შემოჰქონდათ. ეგვიპტის ხმელთაშუაზღვის სავაჭრო პარტნიორთა შორის იყვნენ საბერძნეთი და კრეტა, საიდანაც სხვა საქონელთან ერთად ზეთისხილის ზეთიც შემოჰქონდათ. ფუფუნების საგნებისა და ხე-ტყის იმპორტის სანაცვლოდ ეგვიპტელებს გაჰქონდათ მარცვლეული, ოქრო, სელი და პაპირუსი, სხვა მზა ნაწარმთან ერთად (მათ შორის მინა და ქვის ნაკეთობები.)

   სოფლის მეურნეობა--- მიწის მართვა მნიშვნელოვანი იყო ძველ ეგვიპტეში, ვინაიდან გადასახადები ადამიანის კუთვნილებაში არსებული მიწის ოდენობით იზომებოდა. მიწის დამუშავება დამოკიდებული იყო მდინარეთა ნილოსის ციკლზე. ეგვიპტელები ცნობგნენ სამ სეზონს:  ,, ახეტს" (წყალდიდობა),  ,,პერეტ(მოსავკის მოყვადა), და  ,,შემუს" (მოსავლის აღება). ფერმერები ხნავდნენ და თესდნენ ველებზე, რომლებიც არხებით ირწყვებოდა. მარტიდან მაისამდე ფერმერები მოსავლის იღებდნენ. ხორბალი შემდეგ ფქვავდნენ, ხდიდნენ ლუდისთვის ან ინახავდნენ მომავლისთვის.


ვინ და როგორ მართავდა ეგვიპტეს?

   ფ ა რ ა ო ნ ი  ქვეყნის აბსოლუტური მონარქი იყო სულ მცირე  თეორიულად მაინც ქვეყანასა და მის რესურსებს სრულად განაგებდა. ფარაონი ეგვიპტეში ღვთაებად და ღვთის შვილად მიიჩნეოდა. მის სამეფო ტიტულს ,,რას შვილი" ემატებოდა. ის ქვეყანას მართავდა ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების დახმარებით. ისინი დიდგვაროვანებად იწოდებდნენ მათი წრიდან ფარაონი ვეზირს ნიშნავდა. ვეზირს მის მიერ დანიშნული მეურნეობის სხვადასხვა დარგის მმართველები-მოსახლეეები ემორჩილებოდნენ.

     ფ ა რ ა ო ნ ი  ნიშნავდა მონარქს. მონარქს ევალებოდა მის ტერიტორიაზე მდებარე სარწყავი სისტემის წესრიგში მოყვნა, მოსახლეობისაგან სახელმწიფო გადასახადების აკრეფა, აღრიცხვა და ჩაბარება. ძველ ეგვიპტეში ხდებოდა ქვეყნის მოსახლეობის აღწერა. ეს ფარაონისა და ვეზირის საშუალებას აძლევდა მუშა-ხელი დაესაქმებინათ იქ, სადაც სახელმწიფოს სჭირდებოდა.

     მოხელეები და მონარქები, თავდაპირველად, სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდნენ. დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა გაიზარდა და შენახვაც გაჭირდა. ამიტომაც ფარაონმა მათ გამოუყო მიწები, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ მანამ, სანამ თანამდებობები ეკავათ. მონარქებს არ სურდათ მიღებული თანამდებობების დაკარგვა და ცდილობდნენ ეს თანამდებობები მემკვიდრეობით გადაეცათ.

    ეგვიპტის მოსახლეობის ძირითად  ნაწილს მიწათმოქმედი მეთემეები შეადენდნენ, ისინი ამუშავებდნენ მონარქის მიერ მათთვის გამოყოფილ  მინდვრებს, ფარაონის, ტაძრებისა  და მოხელეთა კუთვნილ მიწებს. მონარქისა და მოხელეთა გადაწყვეტილებით მიწათმოქმედ ეგვიპტეში გაჩდნენ სამხედრო ტყვეები. ისინი უფლებააყრილ ადამიანებად ანუ მონებად მიიჩნეოდნენ. მონებს სახელმწიფო ინახავდა და მძიმე სამშენებლო სამუშაოებზე გზავნიდა.

მმართველობა და ეკონომიკა

                                                         სასამართლო სისტემა  

     სასამართლო-იურიდიული სისტემის მეთაური ოფიციალურად ფარაონი იყო,რომელიც აწესებდა კანონებს,განაგებდა მართლმსაჯულებას და კანონს და წესრიგს იცავდა,კონცეგცია,რომელსაც ძველი ეგვიპტელები მაატს უწოდებდნენ.მიუედავად იმისა,რომ ძველი ეგვიპტის სამართლებრივი კოდექსის დოკუმენტური მასალა დღემდე არ შემორჩენილა,სასამართლო დოკუმენთებში ნაჩვენებია,რომ ეგვიპტური კანონები ეფუძნებოდა ზოგად მოსაზრებებს ჭეშმარიტებასა და მცდარზე და მნიშვნელობას ანიჭებდა შეთანხმების მიღწევასა და კონფლიქტების გადაჭრას,დოგმატურ კოდექსებზე მკაცრად დაყრდნობის ნაცვლად.ადგილობრივი საბჭოს უხუცესები,ცნობილი ამეფროგორც "კენბეტები"ახალ სამეფოში,პასუხისმგებლები ი ყვნენ სასმართლო სამსჯავროს გამოტანაზე,რომლებიც მოიცავდა მცირე მნიშვნელობის უთანხმოებებსა და საჩივრებს.უფრო მნიშვნელოვან სამამულო გარიგებებს და აკლამების ძარცვას,იხილავდა "დიდი კენბეტი",რომელსაც ვეზირი ან თავად ფარაონი განაგებდა.

    მცირე დანაშაულისათვის სასჯელი მოიცავდა ჯარიმის დაწესებას,ცემას,სახეზე დაღდასხმას,ან განდევნას.სერიოზული დანაშაული როგორიც იყო მკვლელობა ან გაძარცვა ისჯებოდა ეგზეკუციით,რომელიც გამოიხატებოდა სხეულის ნაწილების მოჭრით,დახრჩობით ან მსჯავრდებულის კოცონზე დაწვით.სასჯელი შეიძლება გავრცელებული იყო დანმაშავის ოჯახზეც.ახალ სამეფოში სასამართლო სისტემაში დიდ როლს თამაშობდა ო რ ა კ უ ლ ი.
               

გვიანი პერიოდი

      ასირიელებს ეგვიპტის მუდმივად დაპყრობის გეგმა არ ჰქონიათ და ქვეყნის კონტროლი ვასალთა კლანს დაუთმეს,რომლებიც ოცდამეექვსე დინასტიის საისელი მეფეების სახელით გახდნენ ცნობილი.ძვ.წ.653 წლისათვის საისელმა მეფემ მეკობრეების დახმარებით,რომლებიც ეგვიპტის პირველი ფლოტის ჩამოსაყალიბებლად დაიქირავა,შეძლო ასირიელების განდევნა.საისელი მეფეები ახალი დედაქალაქიდან ს ა ი ს ი დ ა ნ მართავდნენ ქვეყანას,რომელმაც მოკლე,თუმცა ნაყოფიერი,კულტურული და ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი განიცადა.ამ პერიოდში სპარსეთის მეფე კამბიზ II-მ გაილაშქრა ეგვიპტეზე და ფორმალურად ფარაონის ტიტული შეითავსა.სპარსეთის წინააღმდეგ რამდენიმე აჯანყებით ეგვიპტელებმა მათი ქვეყნიდან სამუდამოდ განდევნა მაინც ვერ მოახერხეს.სპარსეთის ანექსიის შემდეგ ეგვიპტე კვოპროსსა და ფინიკიასთან ერთად აქამენიდთა იმპერიის მეექვსე სატრაპიის ნაწილი გახდა.სპარსელთა მმართველობის პირველი პერიოდი,ცნობილი როგორც ოცდამეშვიდე დინასტია,ძვ.წ.402 წელს დასრულდა.თუმცა მათი მმართველობა მოკლე ხნით აღდგა ოცდამეთერთმეტე დინასტიით,თუმცა მალევე  სპარსელებმა ეგვიპტე ალექსანდრე დიდს დაუთმეს საბრძოლველად.
     

      ძვ.წ.332 წელს ალექსანდრე დიდმა ეგვიპტე დაიპყრო.ალექსანდრეს მემკვიდრეების,პტოლემეების,მიერ დაწესებული ადმინისტრაცია ეგვიპტურ მოდელს ემყარებოდა და ქვეყანა ალექსანდრიიდან იმართებოდა.ქალაქი ბერძნული მმართველობის ძლიერების და პრესტიჟის მაგალითი უნდა გამხდარიყო და ამიტომ განათლებისა და კულტურის კერა უნდა ყოფილიყო,ცეტრით განთქმულ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში.ეგვიპტელების გულის მოგების მცდელობის მიუხედავად პტოლემეებს გამუდმებით უწევდათ ადგილობრივთა აჯანყებისა და შინა წინააღმდეგობის მოგერიება,რომლებიც მომძლავრდა პტოლემეოს VI-ის გარდაცვალების შემდეგ.


მეორე გარდამავალი პერიოდი

   დაახლოებით ძვ.წ.1650 წელს შუა სამეფოს ფარაონთა ძალაუფლება შესუსტდა.აღმოსავლეთ დელტაზე ქალაქ ა ვ ა რ ი ს შ ი მცხოვრებმა აზიელმა იმიგრანტებმა ხელთ იგდეს რეგიონი და ცენტრალურ მთავრობას თებესკენ დაახევინეს,ფარაონები ვასალებად აქციეს და ხარკი დაუწესეს.ჰიქსონებმა("უცხოელი მმართველები")მმართველობის ეგვიპტური მოდელი გადმოიღეს და თავი ფარაონებად გა გამოაცხადეს,რითაც საკუთარ შუა ბრინჯაოს ხანის კულტურაში ეგვიპტური ელემენტები შემოიღეს.

     ახალი სამეფოს ფარაონებმა მანამდე არნახული ძლიერების პერიოდი დაამყარეს საკუთარი საზღვრებისა და მეზობლებთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებით.
     ახალი სამეფოს ფარაონებმა წამოიწყეს ფართომასშტაბიანი სამშენებლო კამპანია ღმერთი ა მ უ ნ ი ს სადიდებლად,რომლის მზარდი კულტი კარნაკს ეფუძნებოდა.მათ ასევე ააგეს საკუთარი მიღწევების,როგორც რეალური ისე წარმოსახვით სადიდებელი მონუმენტები.ქალი ფარაონი ფ ა ტ შ ე ფ ს უ ტ ი ამგვარ პროპაგანდას იყენებდა ტახტზე საკუთარი უფლების ლეგიტიმიზებისათვის.მისი წარმატებული მმართველობის პერიოდში განხორციელდა სავაჭრო ექსპედიციები პ უ ნ ტ ი ს მიწაზე,ელეგანტური უკვდავების მიწაზე,კოლოსალურ ობელისკთა წყვილი და კარნაკის კაპელა.

    ეგვიპტის პრესტიჟი უსაზღვროდ შეილახა მესამე გარდამავალი პერიოდის ბოლოსთვის.მისი საგარეო მოკავშირეები ასირიის გავლენის სფეროში მოექცნენ და ძვ.წ.700 წლისათვის ომი ამ ორ ქვეყანას შორის გარდაუვალი  გახდა ძვ.წ.671-667 წლებს შორის ასირიელები ეგვიპტეში შეიჭრნენ.კუშიტი მეფეების ტაჰარქასა და მისი მემკვიდრე ტანუტამუნის მმართველობის პერიოდი ასიერელებთან ომებს დაეთმო.ნუბიელმა დაიპყრეს მემფისი და თებეს ტაძრები.

   
   

Sunday, February 3, 2013

შუა სამეფო

    შუა სამეფოს ფარაონებმა ქვეყნის სტაბილურობა და ძლიერება აღადგინეს,რამაც სტიმული მისცა ხელოვნების,ლიტერატურისა და მონუმენტური სამშენებლო პროექტების წამოწყება.სამხედრო და პოლიტიკური უსაფრთხოების დამყარებითა და ვრცელი სასოფლო-სამეურნეო და მინერალური სიმდიდრით,ქვეყნის მოსახლეობა,ხელოვნება და რელიგია კვლავ აყვავდა.ძველი სამეფოს ღმერთების მიმართ ელინისტური დამოკიდებულების ნაცვლად,შუა სამეფოში განვითარდა საიქიოს ე.წ.დემოკრატიზებული მოდელი,სადაც ყველა ადამიანს გააჩნდა სული და სიკვდილის შემდეგ ყველას შეეძლო საიქიო განსასვენებელში მოხვედრა.

   შუა სამეფოს ბოლო დიდი მმართველი ამენემჰეტ III აზიელებს დელტის რეგიონში დასახლების უფლება არ აძლევდა,რათა საკმარისი მუშახელი ჰყოლოდა მაღაროებისა და სამშენებლო კამპანიებისათვის.თუმცა ეს ამბიციური პროექტები,რასაც თან დაერთო ნილოსისგან მკვეთრად შემცირებულკი წყალმომარაგება,ეკონომიკას მძიმედ დააწვა და დაკნინების პერიოდის დაწყებას შეუწყო ხელი.ამ დაკნინების პერიოდში უცხოელმა აზიურმა მოსახლეებმა დელტის რეგიონის კონტროლი ჩაიგდეს ხელთ და საბოლოოდ ეგვიპტის მმართველობაში მოვიდნენ,როგორც ჰ ი ქ ს ო ნ ე ბ ი.

    ძველი სამეფოს ბოლოს ეგვიპტის ცენტრალური მთავრობის დაშლის შემდეგ,ადმინისტრაციას უკვე აღარ შეეძლო ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერა ან რეგილირება.რეგიონულ მმართველებს აღარ ჰქონდათ კრიზისის პერიოდში მეფის მხარდაჭერის იმედი,რასაც შედეგად საკვების ნაკლებობა და პოლიტიკური უთანხმოება მოჰყვა.დაიწყო შიმშილობა და მცირე მასშტაბის სამოქალაქო ომები.თუმცა მიუხედავად რთული პრობლემებისა,ადგილობრივი ლიდერები,რომლებიც ფარაონს აღარ ემორჩილებოდნენ,მათ ახლადნაპოვნ დამოუკიდებლობას იყენებდნენ პროვინციული კულტურული აღმავლობისთვის.საკუთარ რესურსებზე ადგილობრივი კონტროლის მოპოვებით პროვინციები ეკონომიკურად გამდიდრდა,ფაქტი,რომელიც აისახა ყველა სოციალური კლასის გაუმჯობესებულ დაკრძალვის ცერემონიებში.

წინადინასტიური პერიოდი

  დაახლოებით ძვ.წ.5500 წლისათვის ნილოსის ხეობაში მცხოვრები მცირე ტომები აყალიბებენ მყარ სასოფლო-სამეურნეო მართვისა და მეცხოველეობის კულტურათა სერიას,რაც აისახება მათ თიხისა და პირად ნივთებში,როგორიცაა სავარცხლები,სამაჯურები და ყელსაბამები.ამ ადრეულ კულტურათაგან უდიდესი იყო ზემო ეგვიპტეში ბ ა დ ა რ ი,განთქმული მაღალი ხარისხის კერამიკით,ქვის ინსტრუმენტებით და სპილენძის ნაკეთობებით.

 
  ადრედინასტიურ პერიოდში,დაახლოებით ძვ.წ.3150წ,პირველმა დინასტიურმა ფარაონებმა საკუთარი ძალაუფლება დაამყარეს ქვემო ეგვიპტეში დედაქალის მემფისში დაფუძნებით,საიდანაც მათ შეეძლოთ სამუშაო ძალის და სოფლის მეურნეობის კონტროლი ნაყოფიერი დელტის რეგიონსა და ხელსაყრელ,ასევე კრიტიკულ,სავაჭრო გზებზე ლევანტისაკენ.ფარაონების მიერ განვითარებული ძლიერი სამეფო ემსახურებოდა მიწაზე,მუშახელსა და რესურსებზე სახელმწიფო კონტროლის ლეგიტიმიზაციას,რაც ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის სიცოცხლისუნარიანობის და ზლიერებას უზრუნველყოფდა.


  ძველი სამეფოს პერიოდში ხდება დაწინაურება არქიტექტურაში,ხელოვნებასა და ტექნოლოგიაში,რასაც ხელს უმართავდა მზარდი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობა,რაც თავის მხრივ შესაძლებელი გახადა კარგად განვითარებულმა ცენტრალურმა ადმინისტრაციამ.ძველ სამეფოში ხდება განათლებულ მწერალთა და სახელმწიფო მოხელეთა ახალი კლასის ,განვითარება,რომელთაც ფარაონები მათი სამსახურისათვიოს მამულებს ჩუქნიდა.ფარაონები მამულებს ჩუქნიდნენ მათი სიკვდილის შემდგომ კულტებსაც და ადგილობრივ ტაძრებს,რათა უზრუნელყოთ ამ საკულტო კერების საარსებო წყარო.

ისტორია

 ძველი ეგვიპტის იყოფა დინასტიამდელ (დაახლოებით ძვ.წ.3000 წელი)და მომდევნო პერიოდებად (სულ იყო 30 დინასტია).ეს პერიოდების გრძელდება ძვ.წ.III-I ათასწლეულებში.
  პერიოდები ამგვარად იყოფა:ადრეული სამეფო(I-II დინასტია);ძველი სამეფო(III-VI);პირველი გარდამავალი პერიოდი(VII-X);შუა სამეფო(XI-XII);მეორე გარდამავალი პერიოდი(XIII-XVII);ახალი სამეფო(XVIII-XX);გვიანი პერიოდი(XXI-XXVI);ასურელთა მმართველობა(ჩვ.წ-მდე 664-656);სპარსელთა მმართველობა(XXVII,ჩვ.წ-მდე525-404);სპარსელთა მმართველობა(XXVII,ჩვ.წ-მდე343-332);მაკედონელთა მმართველობა(ჩვ.წ.-მდე332-305);პტოლემეების მმართველობა(ჩვ.წ.-მდე305-30).
   გვიანდელი პალეოლითის პერიოდისთვის ჩრდილოეთ აფრიკის მშრალი კლიმატი თანდათან უფრო ცხელი ხდება,რამაც მოსახლეობა აიძულა ნილოსის ხეობის გასწვრივ მოეყარა თავი,და მას შემდეგ რაც თანამედროვე მონადირე-შემგროვებელი ადამიანი ამ რეგიონში დასახლდა შუა პლეისტოცენში დაახ.120 ათასი წლის წინ,ნილოსი ძველი ეგვიპტის სიცოცხლის წყარო იყო.ნილოსის ნაყოფიერი დაბლობი ადამიანებს დასახლებული სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკისა და უფრო კომპლექსური,ცენტრალიზებული საზოგადოების განვითარების საშუალებას აძლევდა,რაც ადამიანის ცივილიზაციის ისტორიის ქვაკუთხედი გახდა.

ძველი ეგვიპტე(ეგვიპტურად "კემე"-შავი ქვეყანა)

    ძველი ეგვიპტე იყო ცივილიზაცია აღმოსავლეთით ჩრდილო აფრიკაში,სადაც ამჟამად თანამედროვე ქვეყანა ე გ ვ ი პ ტ ე მდებარეობს.ცივილიზაცია აღმოცენდა დაახლოებით ძვ.წ.3150 წელს,პირველი ფარაონის მიერ ზემო და ქვემო ეგვიპტის გაერთიანებით,რომელიც მომდევნო სამი ათასწლეულის განმავლობაში ვითარდებოდა.
მისი ისტორია ითვლის რამდენიმე სტაბილური "სამეფოს"სერიას,რომლებსაც შედარებით არასტაბილურობის ძველმა ეგვიპტემ განვითარების პიკს ა ხ ა ლ ი  ს ა მ ე ფ ო ს პერიოდში მიაღწია,რომლის შემდეგაც ის ხანგრძლივი დაცემის პერიოდში გადადის.გვიანდელ პერიოდში ეგვიპტე თანმიმდევრობით დაპყრობილი ჰყავდა რამდენიმე უცხო სახელმწიფოს.ფარაონთა მმართველობა ოფიციალურად დასრულდა ძვ.წ.31 წელს,როდესაც ეგვიპტე ადრეულმა რომის იმპერიამ დაიპყრო და საკუთარ პროვინციად აქცია.
    ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის წარმატებას ნაწილობრივ განაპირობებდა ნილოსის ხეობის ბუნებრივი პირობებისადმი ადაპტირების უნარი.წინასწარ გათვლილი წყალდიდობების პერიოდები და ნაყოფიერი ხეობის კონტრილირებული საირიგაციო სისტემა ჭარბი მოსავლის მოყვანის საშუალებას იძლეოდა,რამაც ბიძგი მისცა სოციალურ და კულტურულ აღმავლობას.მდიდარი რესურსებით ზურმომართული ადმინისტრაცია აფინანსებდა ხეობაში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებასა და გარშემო უდაბნო რეგიონების დამუშავებას,ასევე დამწერლობის სისტემის განვითარებას,კოლექტიური მშენებლობისა და სასოფლო-სამეურნეო პროექტების ორგანიზებას,მეზობელ რეგიონებთან ვაჭრობასა და სამხედრო კამპანიას,რომლის მიზანი ეგვიპტის გავლენის სფეროს გავრცელება იყო.ამ საქმიანობისთვის მასების მოტივირება და ორგანიზება არისტოკრატ უხუცესთა,რელიგიუ მექანიზმს ევალებოდა,რელიგიურ ლიდერთა და ადმინისტრატორთა ბიუკრატიულ მექანიზმს ევალებოდა,რომელსაც ფარაონი აკონტროლებდა რელიგიურ რწმენათა კომპლექსური სისტემის მეშვეობით.

გეოგრაფიული მდებარეობა

     ძველი ეგვიპტე აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა.მას ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა,დასავლეთით ლიბიის უდაბნო,აღმოსავლეთით არაბეთის უდაბნო და წითელი (მეწამული) ზღვა,სამხრეთით კი მდინარე ნილოსის ჭორომები და მაღალი მთები ესაზღვრებოდა.
     ნილოსი ეგვიპტის ერთადერთი მდინარეა.იგი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიედინება.ნილოსი დინების შუა წელში ჭორომების წარმოქმნის,შემდეგ დაივაკებს გზას ხმელთაშუა ზღვისაკენ განაგრძობს.ხმელთაშუა ზღვის შესართავთან,ნილოსი უძველეს დროში შვიდ ტოტად იყოფოდა და ძლიერ წააგავდა გადაბრუნებულ ბერძნულ ასო დელტას.ამიტომ ძველ ხანაში მდინარის შესართავს ბერძნებმა "ნილოსის დელტა"უწოდეს.