ფ ა რ ა ო ნ ი ქვეყნის აბსოლუტური მონარქი იყო სულ მცირე თეორიულად მაინც ქვეყანასა და მის რესურსებს სრულად განაგებდა. ფარაონი ეგვიპტეში ღვთაებად და ღვთის შვილად მიიჩნეოდა. მის სამეფო ტიტულს ,,რას შვილი" ემატებოდა. ის ქვეყანას მართავდა ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების დახმარებით. ისინი დიდგვაროვანებად იწოდებდნენ მათი წრიდან ფარაონი ვეზირს ნიშნავდა. ვეზირს მის მიერ დანიშნული მეურნეობის სხვადასხვა დარგის მმართველები-მოსახლეეები ემორჩილებოდნენ.
ფ ა რ ა ო ნ ი ნიშნავდა მონარქს. მონარქს ევალებოდა მის ტერიტორიაზე მდებარე სარწყავი სისტემის წესრიგში მოყვნა, მოსახლეობისაგან სახელმწიფო გადასახადების აკრეფა, აღრიცხვა და ჩაბარება. ძველ ეგვიპტეში ხდებოდა ქვეყნის მოსახლეობის აღწერა. ეს ფარაონისა და ვეზირის საშუალებას აძლევდა მუშა-ხელი დაესაქმებინათ იქ, სადაც სახელმწიფოს სჭირდებოდა.
მოხელეები და მონარქები, თავდაპირველად, სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდნენ. დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა გაიზარდა და შენახვაც გაჭირდა. ამიტომაც ფარაონმა მათ გამოუყო მიწები, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ მანამ, სანამ თანამდებობები ეკავათ. მონარქებს არ სურდათ მიღებული თანამდებობების დაკარგვა და ცდილობდნენ ეს თანამდებობები მემკვიდრეობით გადაეცათ.
ეგვიპტის მოსახლეობის ძირითად ნაწილს მიწათმოქმედი მეთემეები შეადენდნენ, ისინი ამუშავებდნენ მონარქის მიერ მათთვის გამოყოფილ მინდვრებს, ფარაონის, ტაძრებისა და მოხელეთა კუთვნილ მიწებს. მონარქისა და მოხელეთა გადაწყვეტილებით მიწათმოქმედ ეგვიპტეში გაჩდნენ სამხედრო ტყვეები. ისინი უფლებააყრილ ადამიანებად ანუ მონებად მიიჩნეოდნენ. მონებს სახელმწიფო ინახავდა და მძიმე სამშენებლო სამუშაოებზე გზავნიდა.
No comments:
Post a Comment