ძვ.წ.XXVIII საუკუნიდან ეგვიპტეში დაიწყო ფარაონებისათვის განკუთვნილი ძვალშესალაგის პირამიდების მშენებლობა.პირველი პირამიდა ეკუთვნოდა ფარაონ ჯოსერს.ჩვენამდე მოღწეულ ასამდე პირამიდას შორის თავისი სიდიადით გამოირჩევა ფარაონ ხეოფსის პირამიდა.პირამიდის სიმაღლე 147 მეტრს აღწევდა.ხეოფსის პირამიდის მშენებლობა ოც წელს გაგრძელდა.ეგვიპტის პირამიდები დღესაც არქიტექტურია დროის,მაგრამ დროს ეშინია პირამიდების".
დიდი სფინქსი ხეოფსის პირამიდის მახლობლად ქვიშიდან ამოზიდულ კლდეში ეგვიპტელმა ოსტატებმა ფარაონისთავიანი ნადირთა მეფის,ლომის ფიგურა გამოკვეთეს.ეს სახელგანთქმული დიდი სფინქსია -ფარაონის ღვთაებრივი წარმოშობისა და ძლიერების სიმბოლო.სფინქსის სიმაღლე 20 მეტრია,სიგრძე კი 20 მეტრს აღემატება.
დღესაც დგას ძველეგვიპტური სკულპტურის შესანიშნავი ნიმუში,45 საუკუნის ისტორიულ ქარტეხილთა უტყვი მოწმე,ჟამთა უკუღმართობით დამახინჯებული,მაგრამ ამაყი და შეუდრეკელი დიდი სფინქსი,.
მუმიები ეგვიპტელებს სწამდათ,რომ ადამიანის სული მუდმივ სამყოფელში გარდასული ადამიანის მხოლოდ კარგად შენახულ სხეულში დაბრუნდებოდა.მუმიფიცირება მეტად რთული და ძვირადღირებული პროცესი იყო.ამის გამო,მუმიის გაკეთება მხოლოდ ფარაონებსა და შეძლებულ ოჯახებს შეეძლოთ.მუმიას ქვის კუბოში სარკოფაგში ჩაასვენებდნენ და პირამიდაში ათავსებდნენ.
No comments:
Post a Comment