Monday, February 4, 2013

ადმინისტრაცია და კომერცია

    ძველ ეგვიპტეში ეკონომიკის დიდი ნაწილი ცენტრალიზებური და მკაცრად კონტროლირებადი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძველ ეგვიპტელები მონეტებს გვიან პერიოდამდე არ იყენებდნენ, მათ უკვე ჰქონდათ გარკვეული ტიპის ფულისა და ბარტერის სისტემა. მუშებს გასამრჯელოს მარცვლეილით უხდიდნენ.ძვ. V საუკუნის განმავლობაში ეგვიპტეში უცხოეთიდან შემოიღეს მონეტის სახის ფულადი სისტემა. თავდაპირველად მონეტებს იყენებდნენ ძვირფასი ლითონის სტანდარტიზებული ნაჭრების სახით ფულის ნაცვლად, მაგრამ მომდევნო საუკუნეებში საერთაშორისო ვაჭრობა უკვე მონეტებზე იყო დამოკიდებული.

     საგარეო ვაჭრობა--- ძველი ეგვიპტელები უცხო ქვეყნებთან ვაყრობდნენ იშვიათი, ეგზოტიკური საქონლის შემოსატანად, რომელიც ეგვიპტეში არ მოიძებნენოდა. წინადინასტიურ პერიოდში მათ ვაჭრობა დაამყარეს ნუბიასთან ოქროსა და ნელსაცხებლის შემოსატანად. ისინი ასევე ვაჭრობდნენ პალესტინასთან, რაც დასტურდება პალესტინური სტილის ზეთის ლარნაკებით, რომლებიც პირველი დინასტიის ფარაონების აკლდამებში იპოვეს. ძველი ეგვიპტელები ერთობ აფასებდნენ ცისფერ ქვას l a p i s    l a z u l i , რომელიც შორეული ავღანეთიდან შემოჰქონდათ. ეგვიპტის ხმელთაშუაზღვის სავაჭრო პარტნიორთა შორის იყვნენ საბერძნეთი და კრეტა, საიდანაც სხვა საქონელთან ერთად ზეთისხილის ზეთიც შემოჰქონდათ. ფუფუნების საგნებისა და ხე-ტყის იმპორტის სანაცვლოდ ეგვიპტელებს გაჰქონდათ მარცვლეული, ოქრო, სელი და პაპირუსი, სხვა მზა ნაწარმთან ერთად (მათ შორის მინა და ქვის ნაკეთობები.)

   სოფლის მეურნეობა--- მიწის მართვა მნიშვნელოვანი იყო ძველ ეგვიპტეში, ვინაიდან გადასახადები ადამიანის კუთვნილებაში არსებული მიწის ოდენობით იზომებოდა. მიწის დამუშავება დამოკიდებული იყო მდინარეთა ნილოსის ციკლზე. ეგვიპტელები ცნობგნენ სამ სეზონს:  ,, ახეტს" (წყალდიდობა),  ,,პერეტ(მოსავკის მოყვადა), და  ,,შემუს" (მოსავლის აღება). ფერმერები ხნავდნენ და თესდნენ ველებზე, რომლებიც არხებით ირწყვებოდა. მარტიდან მაისამდე ფერმერები მოსავლის იღებდნენ. ხორბალი შემდეგ ფქვავდნენ, ხდიდნენ ლუდისთვის ან ინახავდნენ მომავლისთვის.


No comments:

Post a Comment