Sunday, February 3, 2013

ისტორია

 ძველი ეგვიპტის იყოფა დინასტიამდელ (დაახლოებით ძვ.წ.3000 წელი)და მომდევნო პერიოდებად (სულ იყო 30 დინასტია).ეს პერიოდების გრძელდება ძვ.წ.III-I ათასწლეულებში.
  პერიოდები ამგვარად იყოფა:ადრეული სამეფო(I-II დინასტია);ძველი სამეფო(III-VI);პირველი გარდამავალი პერიოდი(VII-X);შუა სამეფო(XI-XII);მეორე გარდამავალი პერიოდი(XIII-XVII);ახალი სამეფო(XVIII-XX);გვიანი პერიოდი(XXI-XXVI);ასურელთა მმართველობა(ჩვ.წ-მდე 664-656);სპარსელთა მმართველობა(XXVII,ჩვ.წ-მდე525-404);სპარსელთა მმართველობა(XXVII,ჩვ.წ-მდე343-332);მაკედონელთა მმართველობა(ჩვ.წ.-მდე332-305);პტოლემეების მმართველობა(ჩვ.წ.-მდე305-30).
   გვიანდელი პალეოლითის პერიოდისთვის ჩრდილოეთ აფრიკის მშრალი კლიმატი თანდათან უფრო ცხელი ხდება,რამაც მოსახლეობა აიძულა ნილოსის ხეობის გასწვრივ მოეყარა თავი,და მას შემდეგ რაც თანამედროვე მონადირე-შემგროვებელი ადამიანი ამ რეგიონში დასახლდა შუა პლეისტოცენში დაახ.120 ათასი წლის წინ,ნილოსი ძველი ეგვიპტის სიცოცხლის წყარო იყო.ნილოსის ნაყოფიერი დაბლობი ადამიანებს დასახლებული სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკისა და უფრო კომპლექსური,ცენტრალიზებული საზოგადოების განვითარების საშუალებას აძლევდა,რაც ადამიანის ცივილიზაციის ისტორიის ქვაკუთხედი გახდა.

No comments:

Post a Comment