ძველი ეგვიპტე იყო ცივილიზაცია აღმოსავლეთით ჩრდილო აფრიკაში,სადაც ამჟამად თანამედროვე ქვეყანა ე გ ვ ი პ ტ ე მდებარეობს.ცივილიზაცია აღმოცენდა დაახლოებით ძვ.წ.3150 წელს,პირველი ფარაონის მიერ ზემო და ქვემო ეგვიპტის გაერთიანებით,რომელიც მომდევნო სამი ათასწლეულის განმავლობაში ვითარდებოდა.
მისი ისტორია ითვლის რამდენიმე სტაბილური "სამეფოს"სერიას,რომლებსაც შედარებით არასტაბილურობის ძველმა ეგვიპტემ განვითარების პიკს ა ხ ა ლ ი ს ა მ ე ფ ო ს პერიოდში მიაღწია,რომლის შემდეგაც ის ხანგრძლივი დაცემის პერიოდში გადადის.გვიანდელ პერიოდში ეგვიპტე თანმიმდევრობით დაპყრობილი ჰყავდა რამდენიმე უცხო სახელმწიფოს.ფარაონთა მმართველობა ოფიციალურად დასრულდა ძვ.წ.31 წელს,როდესაც ეგვიპტე ადრეულმა რომის იმპერიამ დაიპყრო და საკუთარ პროვინციად აქცია.
ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის წარმატებას ნაწილობრივ განაპირობებდა ნილოსის ხეობის ბუნებრივი პირობებისადმი ადაპტირების უნარი.წინასწარ გათვლილი წყალდიდობების პერიოდები და ნაყოფიერი ხეობის კონტრილირებული საირიგაციო სისტემა ჭარბი მოსავლის მოყვანის საშუალებას იძლეოდა,რამაც ბიძგი მისცა სოციალურ და კულტურულ აღმავლობას.მდიდარი რესურსებით ზურმომართული ადმინისტრაცია აფინანსებდა ხეობაში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებასა და გარშემო უდაბნო რეგიონების დამუშავებას,ასევე დამწერლობის სისტემის განვითარებას,კოლექტიური მშენებლობისა და სასოფლო-სამეურნეო პროექტების ორგანიზებას,მეზობელ რეგიონებთან ვაჭრობასა და სამხედრო კამპანიას,რომლის მიზანი ეგვიპტის გავლენის სფეროს გავრცელება იყო.ამ საქმიანობისთვის მასების მოტივირება და ორგანიზება არისტოკრატ უხუცესთა,რელიგიუ მექანიზმს ევალებოდა,რელიგიურ ლიდერთა და ადმინისტრატორთა ბიუკრატიულ მექანიზმს ევალებოდა,რომელსაც ფარაონი აკონტროლებდა რელიგიურ რწმენათა კომპლექსური სისტემის მეშვეობით.
No comments:
Post a Comment