ასირიელებს ეგვიპტის მუდმივად დაპყრობის გეგმა არ ჰქონიათ და ქვეყნის კონტროლი ვასალთა კლანს დაუთმეს,რომლებიც ოცდამეექვსე დინასტიის საისელი მეფეების სახელით გახდნენ ცნობილი.ძვ.წ.653 წლისათვის საისელმა მეფემ მეკობრეების დახმარებით,რომლებიც ეგვიპტის პირველი ფლოტის ჩამოსაყალიბებლად დაიქირავა,შეძლო ასირიელების განდევნა.საისელი მეფეები ახალი დედაქალაქიდან ს ა ი ს ი დ ა ნ მართავდნენ ქვეყანას,რომელმაც მოკლე,თუმცა ნაყოფიერი,კულტურული და ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი განიცადა.ამ პერიოდში სპარსეთის მეფე კამბიზ II-მ გაილაშქრა ეგვიპტეზე და ფორმალურად ფარაონის ტიტული შეითავსა.სპარსეთის წინააღმდეგ რამდენიმე აჯანყებით ეგვიპტელებმა მათი ქვეყნიდან სამუდამოდ განდევნა მაინც ვერ მოახერხეს.სპარსეთის ანექსიის შემდეგ ეგვიპტე კვოპროსსა და ფინიკიასთან ერთად აქამენიდთა იმპერიის მეექვსე სატრაპიის ნაწილი გახდა.სპარსელთა მმართველობის პირველი პერიოდი,ცნობილი როგორც ოცდამეშვიდე დინასტია,ძვ.წ.402 წელს დასრულდა.თუმცა მათი მმართველობა მოკლე ხნით აღდგა ოცდამეთერთმეტე დინასტიით,თუმცა მალევე სპარსელებმა ეგვიპტე ალექსანდრე დიდს დაუთმეს საბრძოლველად.
ძვ.წ.332 წელს ალექსანდრე დიდმა ეგვიპტე დაიპყრო.ალექსანდრეს მემკვიდრეების,პტოლემეების,მიერ დაწესებული ადმინისტრაცია ეგვიპტურ მოდელს ემყარებოდა და ქვეყანა ალექსანდრიიდან იმართებოდა.ქალაქი ბერძნული მმართველობის ძლიერების და პრესტიჟის მაგალითი უნდა გამხდარიყო და ამიტომ განათლებისა და კულტურის კერა უნდა ყოფილიყო,ცეტრით განთქმულ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში.ეგვიპტელების გულის მოგების მცდელობის მიუხედავად პტოლემეებს გამუდმებით უწევდათ ადგილობრივთა აჯანყებისა და შინა წინააღმდეგობის მოგერიება,რომლებიც მომძლავრდა პტოლემეოს VI-ის გარდაცვალების შემდეგ.
No comments:
Post a Comment