Sunday, February 3, 2013

შუა სამეფო

    შუა სამეფოს ფარაონებმა ქვეყნის სტაბილურობა და ძლიერება აღადგინეს,რამაც სტიმული მისცა ხელოვნების,ლიტერატურისა და მონუმენტური სამშენებლო პროექტების წამოწყება.სამხედრო და პოლიტიკური უსაფრთხოების დამყარებითა და ვრცელი სასოფლო-სამეურნეო და მინერალური სიმდიდრით,ქვეყნის მოსახლეობა,ხელოვნება და რელიგია კვლავ აყვავდა.ძველი სამეფოს ღმერთების მიმართ ელინისტური დამოკიდებულების ნაცვლად,შუა სამეფოში განვითარდა საიქიოს ე.წ.დემოკრატიზებული მოდელი,სადაც ყველა ადამიანს გააჩნდა სული და სიკვდილის შემდეგ ყველას შეეძლო საიქიო განსასვენებელში მოხვედრა.

   შუა სამეფოს ბოლო დიდი მმართველი ამენემჰეტ III აზიელებს დელტის რეგიონში დასახლების უფლება არ აძლევდა,რათა საკმარისი მუშახელი ჰყოლოდა მაღაროებისა და სამშენებლო კამპანიებისათვის.თუმცა ეს ამბიციური პროექტები,რასაც თან დაერთო ნილოსისგან მკვეთრად შემცირებულკი წყალმომარაგება,ეკონომიკას მძიმედ დააწვა და დაკნინების პერიოდის დაწყებას შეუწყო ხელი.ამ დაკნინების პერიოდში უცხოელმა აზიურმა მოსახლეებმა დელტის რეგიონის კონტროლი ჩაიგდეს ხელთ და საბოლოოდ ეგვიპტის მმართველობაში მოვიდნენ,როგორც ჰ ი ქ ს ო ნ ე ბ ი.

    ძველი სამეფოს ბოლოს ეგვიპტის ცენტრალური მთავრობის დაშლის შემდეგ,ადმინისტრაციას უკვე აღარ შეეძლო ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერა ან რეგილირება.რეგიონულ მმართველებს აღარ ჰქონდათ კრიზისის პერიოდში მეფის მხარდაჭერის იმედი,რასაც შედეგად საკვების ნაკლებობა და პოლიტიკური უთანხმოება მოჰყვა.დაიწყო შიმშილობა და მცირე მასშტაბის სამოქალაქო ომები.თუმცა მიუხედავად რთული პრობლემებისა,ადგილობრივი ლიდერები,რომლებიც ფარაონს აღარ ემორჩილებოდნენ,მათ ახლადნაპოვნ დამოუკიდებლობას იყენებდნენ პროვინციული კულტურული აღმავლობისთვის.საკუთარ რესურსებზე ადგილობრივი კონტროლის მოპოვებით პროვინციები ეკონომიკურად გამდიდრდა,ფაქტი,რომელიც აისახა ყველა სოციალური კლასის გაუმჯობესებულ დაკრძალვის ცერემონიებში.

No comments:

Post a Comment