დაახლოებით ძვ.წ.5500 წლისათვის ნილოსის ხეობაში მცხოვრები მცირე ტომები აყალიბებენ მყარ სასოფლო-სამეურნეო მართვისა და მეცხოველეობის კულტურათა სერიას,რაც აისახება მათ თიხისა და პირად ნივთებში,როგორიცაა სავარცხლები,სამაჯურები და ყელსაბამები.ამ ადრეულ კულტურათაგან უდიდესი იყო ზემო ეგვიპტეში ბ ა დ ა რ ი,განთქმული მაღალი ხარისხის კერამიკით,ქვის ინსტრუმენტებით და სპილენძის ნაკეთობებით.
ადრედინასტიურ პერიოდში,დაახლოებით ძვ.წ.3150წ,პირველმა დინასტიურმა ფარაონებმა საკუთარი ძალაუფლება დაამყარეს ქვემო ეგვიპტეში დედაქალის მემფისში დაფუძნებით,საიდანაც მათ შეეძლოთ სამუშაო ძალის და სოფლის მეურნეობის კონტროლი ნაყოფიერი დელტის რეგიონსა და ხელსაყრელ,ასევე კრიტიკულ,სავაჭრო გზებზე ლევანტისაკენ.ფარაონების მიერ განვითარებული ძლიერი სამეფო ემსახურებოდა მიწაზე,მუშახელსა და რესურსებზე სახელმწიფო კონტროლის ლეგიტიმიზაციას,რაც ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის სიცოცხლისუნარიანობის და ზლიერებას უზრუნველყოფდა.
ძველი სამეფოს პერიოდში ხდება დაწინაურება არქიტექტურაში,ხელოვნებასა და ტექნოლოგიაში,რასაც ხელს უმართავდა მზარდი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობა,რაც თავის მხრივ შესაძლებელი გახადა კარგად განვითარებულმა ცენტრალურმა ადმინისტრაციამ.ძველ სამეფოში ხდება განათლებულ მწერალთა და სახელმწიფო მოხელეთა ახალი კლასის ,განვითარება,რომელთაც ფარაონები მათი სამსახურისათვიოს მამულებს ჩუქნიდა.ფარაონები მამულებს ჩუქნიდნენ მათი სიკვდილის შემდგომ კულტებსაც და ადგილობრივ ტაძრებს,რათა უზრუნელყოთ ამ საკულტო კერების საარსებო წყარო.
No comments:
Post a Comment