დაახლოებით ძვ.წ.1650 წელს შუა სამეფოს ფარაონთა ძალაუფლება შესუსტდა.აღმოსავლეთ დელტაზე ქალაქ ა ვ ა რ ი ს შ ი მცხოვრებმა აზიელმა იმიგრანტებმა ხელთ იგდეს რეგიონი და ცენტრალურ მთავრობას თებესკენ დაახევინეს,ფარაონები ვასალებად აქციეს და ხარკი დაუწესეს.ჰიქსონებმა("უცხოელი მმართველები")მმართველობის ეგვიპტური მოდელი გადმოიღეს და თავი ფარაონებად გა გამოაცხადეს,რითაც საკუთარ შუა ბრინჯაოს ხანის კულტურაში ეგვიპტური ელემენტები შემოიღეს.
ახალი სამეფოს ფარაონებმა მანამდე არნახული ძლიერების პერიოდი დაამყარეს საკუთარი საზღვრებისა და მეზობლებთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებით.
ახალი სამეფოს ფარაონებმა წამოიწყეს ფართომასშტაბიანი სამშენებლო კამპანია ღმერთი ა მ უ ნ ი ს სადიდებლად,რომლის მზარდი კულტი კარნაკს ეფუძნებოდა.მათ ასევე ააგეს საკუთარი მიღწევების,როგორც რეალური ისე წარმოსახვით სადიდებელი მონუმენტები.ქალი ფარაონი ფ ა ტ შ ე ფ ს უ ტ ი ამგვარ პროპაგანდას იყენებდა ტახტზე საკუთარი უფლების ლეგიტიმიზებისათვის.მისი წარმატებული მმართველობის პერიოდში განხორციელდა სავაჭრო ექსპედიციები პ უ ნ ტ ი ს მიწაზე,ელეგანტური უკვდავების მიწაზე,კოლოსალურ ობელისკთა წყვილი და კარნაკის კაპელა.
ეგვიპტის პრესტიჟი უსაზღვროდ შეილახა მესამე გარდამავალი პერიოდის ბოლოსთვის.მისი საგარეო მოკავშირეები ასირიის გავლენის სფეროში მოექცნენ და ძვ.წ.700 წლისათვის ომი ამ ორ ქვეყანას შორის გარდაუვალი გახდა ძვ.წ.671-667 წლებს შორის ასირიელები ეგვიპტეში შეიჭრნენ.კუშიტი მეფეების ტაჰარქასა და მისი მემკვიდრე ტანუტამუნის მმართველობის პერიოდი ასიერელებთან ომებს დაეთმო.ნუბიელმა დაიპყრეს მემფისი და თებეს ტაძრები.
No comments:
Post a Comment