Monday, February 4, 2013

თანამედროვე ეგვიპტე

   დღესდღეობით ეგვიპტე ცნობილია მდიდრული და საოცრად ლამაზი ქვიშის პლაჟებით,წითელი ზღვის წარმოუდგენლად ლამაზი წყალქვეშა სამყაროთი,გიზის დიდებული პირამიდით,ნილოსის წმინდა მდინარით,ლუქსორის აკლდამით და უძველესი ცივიზაციის სხვა მრავალი ძეგლებით.

    ეგვიპტის სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზეა განლაგებული.ქვეყანას ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა აკრავს,ხოლო სამხრეთით სუდანი ესაზღვრება.ეგვიპტის დასავლელი მოსაზღვრე ლიბიაა,ხოლო აღმოსავლეთით წითელი ზღვის სანაპირო.ქვეყანას ნილოსი ორ არათანაბარ ნაწილად ჰყოფს.ნილოსის ნაყოფიერ ხეობაში,რომელიც ყველაზე კარგ საცხოვრებელ ადგილად ითვლება,მოსახლეობის 90 პროცენტია დასახლებული.ქვეყნის ძირითადი პეიზაჟი ერთი შეხედვით ერთფეროვანი უდაბნოა,სადაც არანაირი მცენარე არ იზრდება,გარდა,რამდენიმე შემონახული ოაზისისა.სამხრეთის სანაპიროზე,სუეცის არხიდან მოყოლებული თვალწარმტაცი სანახაობა იშლება.სანაპირო ზოლზე გაყოლებული მარჯნის რიფები კი ყველასათვის საინტერესო ადგილია.ასვანის მაღალი ჯებირები,ნილოსის ხეობაში მცხოვრებთ სეზონური ნიაღვრებისგან იცავს.ეს დაბა მოსახლეობას ელექტროენერგიითაც ამარაგებს.ეს ინფორმაცია მოძიებულია ამ წყაროდან  

No comments:

Post a Comment