Monday, February 4, 2013

უმთავრესი ღმერთები

    პტახი--- ერთ- ერთი უმთავრესი ღმერთია და იწოდება ჭეშმარიტების მეუფედ,სამართლიანობის ღვთაებად.ამბობენ რომ პტახი ერთდროულად იყო მზეც(რა) და მთვარეც(თოტი).ითვლებოდა ხელოვნების მფარველად.მისი ენით და გულით შეიქმნა ყველა და ყველაფერი-ღმერთებიც და სხვა არსებებიც.იგი მთელი სამყაროს შემოქმედი.
    ხორი  (ოსირისი ვაჟი)ძველ ეგვიპტელთა ასევე ერთი მთავარი ღმერთია.მისი გამოხატულება ღვთაებრივი არწივი.ითვლება რას და თოტის თანამგზავრად.ზოგჯერ მზის დისკოს სიმბოლოთიც გამოსახავდნენ.ხორის სახელი ყველა ფარაონის სახელში ფიგურირებს.მისი მეუღლე და მდედრული წყვილია ჰ ა თ ხ ო რ ი -სიყვარულის,მხიარულების,ცეკვისა და მუსიკის ქალღმერთი(ბერძენთა აფროდიტე).
   ეგვიპტელთა ადრეული რელიგიური წარმოდგენები უძველეს ეგვიპტეში თითოეულ თემს საკუთარი ღვთაება ჰყავდა.მათ პატივსაცემად თემის ცენტრში ტაძარი იყო აგებული.ტაძარს თემის მიერ არჩეული ქ უ რ უ მ ი ღვთის მსახური განაგებდა.ეგვიპტელთა რწმენით,არსებობდა სააქაო და საიქიო ცხოვრება.სააქაო მათ ადამიანთა დროებით სამყოფლად,საიქიო კი მუდმივ საცხოვრისად წარმოედგინათ.საიქიოს ეგვიპტელები "დასავლეთის ქვეყანას"უწოდებდნენ.მას ღვთაება ოსირისი მართავდა.ოსირისის მეუღლე იყო ისიდა -ნაყოფიერებისა და დედობრივი სიყვარულის ქალღმერთი.დროთა განმავლობაში ეგვიპტელებმა უმაღლეს ღვთაებად მზის ღმერთები:რა,ამონი და ატონი აღიარეს.მათ შორის ეგვიპტელთა განსაკუთრებული განსაკუთრებული პატივისცემით ღვთაება რა სარგებლობდა.ეგვიპტელებს სწამდათ,რომ ღვთაება რა ლოტოსისაგან წარმოიშვა.რას ბაგეთაგან ღმერთები გაჩნდნენ,ხოლო თვალებისაგან -ადამიანები.

No comments:

Post a Comment