Monday, February 4, 2013

კულტურა

      დამწერლობა ეგვიპტური დამწერლობა 3 ათასი წლის განმავლობაში იქმნებოდა.ყველა წერილობითი ძეგლი,რომელმაც ჩვენამდე მოაღწია,იეროგლიფამწერლური დამწერლობის ნიმუშია.იეროგლიფი ბერძნული სიტყვაა:hietes-საღვთო,lyphe-ამოკვეთა,ამოჭრა.იეროგლიფური დამწერლობა უძველესი ხატოვანი ნიშნების დამწერლობაა.პირველი იეროგლიფები ჩნდება ძვ.წ.IV ათასწლეულის ბოლო ხანებიდან.ზოგიერთი იეროგლიფი მთელ სიტყვას გამოხატავს,ზოგიც მის ნაწილს და ამასთან ცალკეულ თანხმოვნებსაც.იეროგლიფურ დამწერლობაში დამხმარე ნიშნებსაც იყენებენ.ამ ნიშნებს დეტერმინატივებს უწოდებენ.ფუნჯით წერა პაპირუსზე ან იშვიათდ,ტყავზე სისწრაფეს მოითხოვდა,იეროგლიფების გამოყვანას დიდი დრო სჭირდებოდა.წიგნები და საქმიანი ქაღალდები ეგვიპტეში განსაკუთებულ,ჭილის "ქაღალდზე"იწერებოდა.იგი პაპირუსისაგან მზადდებოდა ჩვეულებრივ ქაღალდზე გამძლე და მოქნილი იყო.ეს "ქაღალდი"ძვირი ჯდებოდა,ამიტომ უბრალო,ყოფილი ჩანაწერებისა და სასკოლო სავარჯიშოებისათვის ე.წ "ოსტრაკონს"-ბრტყელ ქვას ან თიხის ფირფიტას იყენებდნენ.კალმად ლერწმის ღეროს ხმარობდნენ,მელანს კი ჭვარტლისაგან ამზადებდნენ.

      1789 წელს ნაპოლეონის ექსპედიციის წევრმა მეცნიერმა ეგვიპტეში აღმოაჩინეს როზეტის ქვა,რომელზეც ერთი და იგივე ტექსტი ორ ენაზე ეწერა:ბერძნულსა და ეგვიპტურზე.26წლის შემდეგ ამ ტექსტის საფუძველზე ფრანგმა მეცნიერმა შამპოლიონმა გაშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები.

No comments:

Post a Comment