Sunday, February 3, 2013

გეოგრაფიული მდებარეობა

     ძველი ეგვიპტე აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა.მას ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა,დასავლეთით ლიბიის უდაბნო,აღმოსავლეთით არაბეთის უდაბნო და წითელი (მეწამული) ზღვა,სამხრეთით კი მდინარე ნილოსის ჭორომები და მაღალი მთები ესაზღვრებოდა.
     ნილოსი ეგვიპტის ერთადერთი მდინარეა.იგი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიედინება.ნილოსი დინების შუა წელში ჭორომების წარმოქმნის,შემდეგ დაივაკებს გზას ხმელთაშუა ზღვისაკენ განაგრძობს.ხმელთაშუა ზღვის შესართავთან,ნილოსი უძველეს დროში შვიდ ტოტად იყოფოდა და ძლიერ წააგავდა გადაბრუნებულ ბერძნულ ასო დელტას.ამიტომ ძველ ხანაში მდინარის შესართავს ბერძნებმა "ნილოსის დელტა"უწოდეს.

No comments:

Post a Comment